რეზონანსი
26.11.2024

ეს ადამიანები ევროპიდან საქართველოს სასამართლოებს თუ არ უსმენენ, საკუთარ, ევროპულ ადამიანის უფლებების სასამართლოს მაინც მოუსმინონ და ნახონ თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„რეზოლუციის განხილვა, სადაც მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაზე იქნება საუბარი, უკვე თავის თავზე კარგად მეტყველებს თუ რა უშინაარსოდ, ტყუილებით სავსე პროცესთან გვაქვს საქმე. სერიოზულად ამ ყველაფრის აღქმა და შეფასება ძალიან გაგვიჭირდება. ეს ადამიანები ევროპიდან საქართველოს სასამართლოებს თუ არ უსმენენ, საკუთარ, ევროპულ ადამიანის უფლებების სასამართლოს მაინც მოუსმინონ და ნახონ თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. მერე მოახდინონ რაიმე ფორმით მისი გათავისუფლების მოთხოვნების განსაზღვრა რეზოლუციებში. ჩვენ ეს ტყუილები და უსამართლო ბრალდებები არაერთგზის გვინახავს და ამიტომ ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×