რეზონანსი
26.11.2024

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე“ გადახედავს.

როგორც ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, აშშ-ის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „დასანანი და გაუგებარია“.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო მიღებული გადაწყვეტილება "ღირსეული პარტნიორის" გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წვრთნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ვატარებდით. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში, გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×