რეზონანსი
26.11.2024

როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველმა პოლიციელმა ახალგაზრდა გოგო აიყვანა და მუხლებზე დააყენა და ასე გადაჰყავდათ - ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ, რომ ასეთი რამ მოხდა, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა პოლიციელების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტის, ნათია ძიძიგურის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხს.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რასაც მტკიცებულებები სჭირდება.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ბრალდება. მუხლებზე დამაყენესო - ასეთი ბრალდება, მართლა არ გამიგია... მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე, როცა ვაკავებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველმა პოლიციელმა ახალგაზრდა გოგო აიყვანა და მუხლებზე დააყენა და ასე გადაჰყავდათ. დაამტკიცონ. ასე შეიძლება დაგაბრალოთ, რომ მოხვედით ჩემს სახლში და აწამეთ ჩემი შვილი, მაგრამ ხომ უნდა დავამტკიცო? ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ, რომ ასეთი რამ მოხდა, ამაზრზენი ბრალდებაა, საიდან მოიგონეს, ძალიან მძიმეა და არ შეიძლება ასე“, - განაცხადა გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×