რეზონანსი
26.11.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება და გუნდი სხვა პირზე შეჯერდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია განიხილება.

„[ირაკლი ღარიბაშვილი] კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე ჯერდება," - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×