რეზონანსი
26.11.2024

„აირჩიე ევროპის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ოთხ ოპოზიციურ პარტიას მიმართა და მწვავედ გააკრიტიკა:

“ამ დროს, ელემენტარული თვლა მაინც იცის ამ ამომრჩეველმა და ძალიან კარგად თვლის იმას, რომ ოთხივე პარტიის შეთანხმებული მოქმედების გარეშე, მათი ხმების გარეშე ვერ შედგებოდა კოალიციური მთავრობა. და დღეს, როცა ეს პარტიები ერთი კადრი მაჩვენეთ ერთად დგომის, როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი, ამიტომაც არ გამოვიდა ამომრჩეველი. სხვა თუ არაფერი, თვლა ხომ ვიცით და ელემენტარულად დათვალა ამომრჩეველმა, რომ ეს ხალხი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზად არ ყოფილა იმიტომ, რომ მათი ხმების დასაცავად ვერ დადგა და არ დადგა გარეთ. 

თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×