რეზონანსი
26.11.2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დალარსა და დარვაზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც  რვა ადამიანი დაჭრეს.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა 24 ნოემბერს საღამოს, სოფელ დალარში იმ სახლის მახლობლად მოხდა, სადაც საქორწილო ღონისძიება იმართებოდა. 

კონფლიქტის შედეგად, სოფელ დალარიდან  ექვსი ახალგაზრდა, ხოლო სოფელ დარვაზიდან ორი ახალგაზრდა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები. არსებული ცნობით, რამდენიმე პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×