რეზონანსი
25.11.2024

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი "ოცნების" თვითგამოცხადებულ პარლამენტში, ოლიგარქისთვის განსაკუთრებულად გულთბილ მისალმებებს.

სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ერთმა პარტიამ დღეს კონსტიტუცია თავზე გადაიხია:

"მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმების თუ დაჩოქების, სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს" ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×