რეზონანსი
25.11.2024

ხედავთ მათ არათანმიმდევრულობას, როგორ გაჭირვებაში არიან ჩავარდნილები. სინამდვილეში ეძებენ გზებს და ღია კარს, რომ როგორმე პარლამენტში შემოვიდნენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

„ეს არ გაუკეთებიათ? არ დაუფიციათ, არ მოუწერიათ ხელი? მათი ფიცი და პირობა გვინახავს და სინამდვილეში ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გამსკდარა. ეს ადამიანები შემოვლენ პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათ მაგალითად კალმები არ აქვთ, მივაწვდით, ყველანაირ საშუალებას შევუქმნით რომ დაწერონ მანდატებზე უარის განაცხადი და დაიცვან პროცედურები", - აღნიშნა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×