რეზონანსი
25.11.2024

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერები დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს.

უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.

სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×