რეზონანსი
24.11.2024

რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიციის მიერ გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მისასვლელად ავტომობილებით გადადგილებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გარეშე, ფეხით გადაადგილება შეუძლიათ. აღნიშნულის მიუხედავად, ხატია დეკანოიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მისასვლელად ავტომობილებით გადადგილებას ითხოვდა.

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×