რეზონანსი
24.11.2024

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.

ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით "ქართული განათლება საფრთხეშია".

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარალელურად, რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილია ავტომობილებით მსვლელობები, გვიან ღამით კი ისინი თბილისის მასშტაბით მსვლელობას მოაწყობენ.

რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები გეგმავენ, მსვლელობით გაემართონ საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც აპირებენ, რომ ღამე გაათენონ და 25 ნოემბრის დილამდე დარჩნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×