რეზონანსი
23.11.2024

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ისევ საპატიმროში დააბრუნეს. ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა "ვივა მედის" ექიმი არც ადვოკატებს გაესაუბრა და არც დევაძის ოჯახის წევრებს: 

"ისაკო დევიძე ისევ დააბრუნეს ზაჰესის იზოლატორში …

ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს,  ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია!!!

ისაკოს ჭირდება 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა რადგან არის მშრალ შიმშილზე - წყალსაც არ იღებს და იმის მაგივრად ვივამედიში დაეტოვებინათ ისევ იზოლატორში გადაიყვანეს!!

სისტემის ანგარიშსწორება თავისუფალ ადამიანებზე გრძელდება!!" წერს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე

ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  20 ნოემბერს, მას სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დევიძემ საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 21 ნოემბერს, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×