რეზონანსი
22.11.2024

"ეს არის ჯაშუშობა" - ასე შეაფასა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

"ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ვინც ასეთ წერილს გააგზავნის ის არის ჯაშუში. ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. მართლა გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანები მიიყვანონ ამ დონეზე, რომ საკუთარი ხელით დააწერინონ, რომ საქართველო და ქართველები დასაჯეო. ჯაშუშობის რაღაცა ხარისხია, იმის იქეთ რომ ხარისხი არ არსებობს. ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×