რეზონანსი
22.11.2024

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024/2025 წლების ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება.

B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი - მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.

B/C ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×