რეზონანსი
22.11.2024

რამაზ სვანაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, იმედოვნებს, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მეტი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

„ფეხბურთში მთავარია, რეალობის განცდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს წინსვლაში გვეხმარება. მიზნისკენ ნელ-ნელა უნდა ვიაროთ.

სამი წელია, ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წინსვლას უნდა წაადგეს. ამ გეგმას ყველა ასაკობრივი გუნდი მიჰყვება. დარწმუნებული ვარ, მისი რეალიზებით დიდი წარმატება გველის, ზუსტად იმ პროდუქტს და შედეგებს მივიღებთ, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობთ.

ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ევროპაში ინტერესი არის და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება, წამყვან ლიგებში მეტ ქართველ მოთამაშეს ვიხილავთ", - განაცხადა რამაზ სვანაძემ საქართველოს პირველ არხთან.

სვანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს. პირველად გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 2023 წელს იასპარეზა და მეოთხედფინალში გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×