რეზონანსი
22.11.2024

თურქეთში, ჩანკირი-კიზილირმაკის გზატკეცილზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსი კერძო პირებს ჰქონდათ დაქირავებული და ისინი დაკრძალვაზე მიდიოდნენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავარიის შედეგად საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×