რეზონანსი
21.11.2024

მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მეტ გეტცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე" დასაკარგი დრო არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მომენტი იყო, ნათელია, რომ ჩემი კანდიდატურას უსამართლოდ გადაჰქონდა ყურადღება ტრამპი/ვენსის ტრანზიციის [ჯგუფის] კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოსგან. ვაშინგტონის უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე დასაკარგი დრო არ არის, ამიტომ გენერალური პროკურორის კანდიდატურიდან ჩემს სახელს ვხსნი. ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტი ადგილზე და მზად უნდა იყოს პირველივე დღეს", - წერს გეტცი.

ცნობისთვის, ტრამპის მიერ გეტცის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენას სკანდალი მოყვა, ვინაიდან, აშშ-ის წარმოამდგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი გეტცთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ანგარიშის გამოქვეყნებაზე ბჭობდა. ცნობების თანახმად, ანგარიშში აღწერილია გეტცის მიერ "სექსუალური ხასიათის დარღვევები და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ გამოყენება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×