რეზონანსი
21.11.2024

საწვავის ბაზრის მონაწილეებმა რუსეთის ვიცე-პრემიერს ალექსანდრ ნოვაკს სთხოვეს, არ მოხსნას ვადაზე ადრე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა. წერილს ხელს აწერენ რუსეთის საწვავის კავშირი, „სასაქონლო ბაზრის მონაწილეთა ასოციაცია“, „სასაქონლო ბროკერთა ასოციაცია“.

დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ და ის, იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად გადაეგზავნა. ძალაში კი გამოქვეყნებისთანავე, ანუ მიმდინარე კვირაში უნდა შესულიყო.

ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ თუ საბითუმო ვაჭრობაში საწვავის ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, მაშინ საცალო ვაჭრობაში 7,5%-ით გაიზრდება.

„ბენზინის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მინიმალური რენტაბელობის უზრუნველსაყოფად, ამ წლის წინა პერიოდებიდან მიღებული ზარალის დაფარვისა და მომავალ წელს აქციზისა და ტარიფების დაგეგმილი ზრდის ნეგატიური ეფექტების გასანეიტრალებლად აუცილებელია საბითუმო შეთავაზებების მნიშვნელოვანი შემცირება“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა რუსეთმა თავდაპირველად 2024 წლის 1 მარტს აამოქმედა, რის შემდეგაც, დროებით სამჯერ მოხსნა და ისევ დააწესა. ამ ეტაპზე, ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდეა დაწესებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×