რეზონანსი
21.11.2024

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნაღდი ფულის სახით 1.4 მლნ ლარს ინახავს. ამის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილ დეკლარაციაში უწერია, რომელიც ამ წლის 3 ოქტომბერს შეავსო.

პოლიტიკაში მოსვლამდე ხაზარაძე საქართველოში სხვადასხვა ბიზნესს ფლობდა, მათ შორის ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილესი კომერციული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელია. დეკლარაციის მიხედვით ბანკში წილს კვლავ ფლობს. ასევე არის სხვადასხვა კომპანიის აქციონერი და პარტნიორია, მათ შორის: თიბისი ჰოლდინგი; TBC Bank Group PLC; შპს დარჩელი რეალ ისთეით; შპს ვარძიის ტერასები; შპს ნაფარეულის მამული; შპს მუხრანის ბაღები; მპს ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტი და სხვა კომპანიებში.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, ხაზარაძე და მისი ოჯახის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ათეულ მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელს ფლობენ.

ხაზარაძის საკუთრებაშია საკოლექციო ავტომობილები Jaguar XK140 1954 და Ford Mustang 1966-ი. "ლელოს" ლიდერი ყველაზე მეტ თანხას უცხოურ ვალუტაში ფუნტსა და დოლარში ინახავს: ჯამში 3.5 მილიონზე მეტს ფუნტში, ხოლო 1 572 614 დოლარში.

ხაზარაძის კოალიციამ „ძლიერმა საქართველომ" 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა, თუმცა ის კოალიციის სხვა წევრებთან ერთად არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×