რეზონანსი
21.11.2024

ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ ორ სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 88 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდასხმა მოხდა ღაზის ორ ქალაქში: ბეიტ ლაჰიაში და ქალაქ ღაზის შეიხ რადვანის უბანში.

დაღუპულთა შორის 10 ბავშვია, დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

დაბომბვის შედეგად შენობების ნანგრევებში ათეულობით ადამიანია მოყოლილი.

ადგილობრივები იუწყებიან, რომ დაბომბვა იმ დროს განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ასევე დაარტყა ჩრდილოეთ ღაზის ალ-ავდას საავადმყოფოს ეზოს.

პარალელურად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ისრაელის არმიის დაბომბვის შედეგად ქალაქ რაფაჰში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×