
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბში სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა დასრულდა.
გამართული აუდიენციის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებმა მედიასთან განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კოორდინაცია აქვთ და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.
"ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი" - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
სამი პრინციპული საკითხი, რაც არის ვიმსჯელეთ იმაზე საერთაშორისო საკითხებს, როგორ უნდა ჰქონდეს კოორდინაცია, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ უნდა იყოს ეფექტური ეს კორდიანიცა. მეორე არის აქაური ლეგიტიმაციის არ მიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ და ეს სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს და მესამე საკითხი აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით. დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით", - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე.