რეზონანსი
20.11.2024

როგორია ოპოზიციის გეგმა საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით - ბარიერგადალახული კოალიციების უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უარს აცხადებენ საკუთარი სადეპუტატო მანდატებზე. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, სიებს ჩახსნიან და საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებას ლეგიტიმაციას ვერ გამოუცხადებენ.

„ჩვენი მყარი პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ არავითარ ლეგიტიმაციას, ამ არჩევნებს არ ვცნობთ როგორც არჩევნებს, რადგანაც საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენ არ ვანიჭებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას და არ განვიხილავთ მასში რაიმე ფორმით ჩართულობას და მუშაობას,“ - განაცხადა „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სიამაყით აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ტოპ-ტვინები მუშაობენ და გეგმავენ შეურიგებელ წინააღმდეგობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×