რეზონანსი
20.11.2024

პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერები "ძლიერი საქართველოს" ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი. 

სავარაუდოა, რომ თბილისში საპროტესტო ტალღის ახალი კერები გაჩნდეს და ევროპული მომავლის დამცველებმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა სხვადასხვა ლოკაციიდან მოითხოვონ. 

ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, ახლა ყველა ერთმანეთის აზრს გავიზიარებთ და ჩამოვყალიბდებით", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×