რეზონანსი
20.11.2024

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო, სიცრუეა, სინამდვილეში სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა, ხოლო წარმოებაში მიღებაზე მსჯელობა 3 დღის ვადაში გაიმართება.

„ლექციიდან გამოსულს აფეთქებული ტელეფონი დამხვდა.

ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი. ჯერ არც საოქმო ჩანაწერი მიუღია და არც განჩინება. ანუ დასაშვებობის პასუხი არ ვიცით.

ვიცით მხოლოდ ის, რომ საქმეს პლენუმი განიხილავს და მომხსენებლი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×