რეზონანსი
20.11.2024

ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები. დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული მინისტრთა კაბინეტისა და ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მთავრობის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრს ლაშა დოლბაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ლევან მგალობლიშვილმა მომდევნო წლის გეგმებსა და აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებებით ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კომპაქტური ჩასახლების განვითარება და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×