
მეგობრებო, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, - ამის შეასხებ დღეს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებთან განაცხადა. ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, ყველაზე მეტად ხელისუფლებას ახლა სწორედ ხალხის პროტესტის ეშინია და ამიტომ, ბრძოლა იქნება ყოველდღიური საბოლოო გამარჯვებამდე.
მეგობრებო, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია თქვენი - გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომელსაც მოპარეს ხმა, მოპარეს არჩევანი, მაგრამ ვერასდროს მოგვპარავენ მომავალს. დიახ, დღეს დავიბრუნეთ ჩვენ ჩვენი ადგილი და ვაგრძელებთ ბრძოლას, პროტესტს, რომელიც იქნება ყოველდღიური და ყოველწამიერი, იქამდე, სანამ არ მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არცერთი ნაბიჯი უკან. ყველა ნაბიჯი წინ ევროპისკენ, წინ გამარჯვებისკენ და წინ ხელახალი არჩევნებისკენ! გაამრჯვება სიე ახლოსაა, როგორც არასდროს, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.