რეზონანსი
19.11.2024

50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია", სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას „წვრილმანი თაღლითი" უწოდა.

მისი თქმით, უგულავა არის „მსხვილმანი თაღლითი".

„წვრილმანს უწოდებს სხვას, 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ მსხვილმანი თაღლითია, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს. სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×