რეზონანსი
19.11.2024

საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარეკ ეშტოკის კომენტარმაც გამოავლინა.

„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ ეშტოკს.

ბრიუსელში გუშინ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში ტექნიკური მისიას გააგზავნის. ტექნიკური მისიის მიზანი ადგილზე სიტუაციის ანალიზი და იმის გარკვევაა, თუ რა მოხდა არჩევნებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×