რეზონანსი
19.11.2024

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განმარტა, რატომ დაიწყო პოლიციამ ვარაზის ხევთან მომიტინგეების დაშლა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი არაა, რათა გზა გადაკეტილიყო.

„112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული. გადაამოწმეთ. რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ უამრავია. ჩემი აზრით, 50-100 მაინც. ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა. ჩვენ ყველას უფლებებს ვიცავთ, როგორც ამ ხალხის, ასევე მოქალაქეებისაც. მივედით, ავუხსენით როგორც ჩვენ, ისე მერიის წარმომადგენლებმა, მისცეს გონივრული ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორია. რა თქმა უნდა, [გზა] ხელოვნურად იყო ჩაკეტილი. გზის გადასაკეტად არასაკმარისი რაოდენობა იყო ხალხის, საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალაქის პარალიზება მოახდინონ“, - განაცხადა კახა ბუხრაძე „ტვ პირველთან“ საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×