რეზონანსი
19.11.2024

გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვარაზის ხევში იმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილემ ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტს მიაშარდა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დღეს კი ამ სამარცხვინო შემთხვევის შესახებ კომენტარი გააკეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ვაშაძემ:

"გავრცელდა ვიდეო, რომ პიროვნება მივიდა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან და მოისაქმა - მე გეტყვით რა მოხდა რეალურად... დააკვირდით თვითონ იმ კადრს. დგას ადამიანი თავზე ახურავს პლედი. მოვიდა აქ და ჩვენ ხომ უარს არ ვეტყოდით, რომ ჩვენი პლედი წაეღო. თავს უფარავს და მკლავზე აქვს შავი ლაქა, როგორც ქოცების სიყალბის სიმბოლო... და რაც მთავარია, როგორც ახლა მე მანათებს კამერის პროჟექტორი, ასეთი მინათებულ-პროჟექტორიანი კამერით არის გადაღებული. ეს არის ყველაფერი დადგმული და სირცხვილი ტელეკომპანიებს, რომლებიც ამას ავრცელებენ", - განაცხადა პირდაპირი ჩართვის დროს ჭიჭე ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×