რეზონანსი
18.11.2024

საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს.

ამასთან გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში მოწოდებაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებაა. ასევე, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×