რეზონანსი
18.11.2024

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას 9 მაისს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, 18 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელიც ასლან ბჟანიას ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა გაუგზავნა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×