რეზონანსი
18.11.2024

რუსეთმა ოდესა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, აგრესორი რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"რუსმა ტერორისტებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე. არის მსხვერპლი და დაშავებულები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საცხოვრებელი კორპუსები", - განაცხადა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

ზოგიერთი ცნობით, რაკეტა  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×