რეზონანსი
18.11.2024

საფრანგეთმა მიანიშნა, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვის მიცემა განხილვის თემად რჩება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ეს იყო ვარიანტი, რომელსაც განვიხილავდით: მივცემდით თუ არა იმ სამიზნეზე დარტყმის უფლებას, საიდანაც ახლა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიას ახორციელებს. ასე რომ, ახალი არაფერია“, - განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ამასთან, ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×