რეზონანსი
17.11.2024

მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელიც ამ წუთებში აქციის მონაწილეებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართება, ამბობს, რომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არის ადამიანი, მთავარია, საკუთარი ხმის დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

ყველა პროტესტს აქვ მნიშვნელობა, ერთ კაციანსაც კი. ეს არის თავისუფალი ნება ხალხის და პროტესტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მოქალაქეები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, აქ არის ლაპარაკი შენი ხმის დაცვაზე და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, - ამბობს მერაბ სეფაშვილი. 

აქციის მონაწილეები პარლამენტიდან თსუ-კენ დაიძრნენ. ისინი სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ღამეს მათთან ერთად გაათევენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირისკენ საყვირებით და საპროტესტო შეძახილებით მიემართებიან. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა უწყვეტი აქცია უკვე დააანონსეს. ჭავჭავაძე, რუსთაველი, ვარაზისხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელიც გადაიკეტება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×