რეზონანსი
17.11.2024

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება, აქცია კი იქ 24 საათის განმავლობაში იქნება. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.

"მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს. ვკეტავთ ყველაფერს.... ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია", - თქვა მან.

კოალიციის წევრები მსვლელობით სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მივიდნენ, პარალელურად სხვა მსვლელობები კი რუსთაველის გამზირზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×