რეზონანსი
17.11.2024

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით, "დაიბრუნე ხმა" გაიმართება. აქციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეურთდებიან. 

კოალიცია ცვლილებისთვის 18:00 საათზე ვაკის პარკთან შეიკრიბება და რუსთაველისკენ მსვლელობით წავლენ. 

"შემოგვიერთდთით! ერთად დავიბრუნოთ მოპარული ხმები! ერთად დავიბრუნოთ სამშობლო!", - ამბობენ კოალიციაში. 

კოალიცია ძლიერი საქართველო 18:00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე იკრიბება და მსვლელობით რუსთაველისკენ წავლენ

"მოდი! ერთად შევძლებთ!", - აცხადებენ კოალიციაში.

სტუდენტების მარშის დღის წესრიგი შემდეგია:

17:00 - ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან

17:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

18:00 - თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით რუსთაველზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან

19:00 - მარშს ვუერთდებით GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტები ოპერისა და ბალეტის თეატრიდან

19:15- სტუდენტები წარვადგენთ ერთობლივ მანიფესტს

19:30- სტუდენტები ერთობლივად ვუერთდებით პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციას. შემოგვიერთდით!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×