რეზონანსი
17.11.2024

აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველი გავხდით ყველა და უცხოეთიდან არცერთი, თუნდაც შეშფოთებული განცხადება არავის მოუსმენია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც ცესკოში, გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაული სათანადოდ იყოს გამოძიებული.

„ძალადობა, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი შინაარსი და მასშტაბები უფრო დიდია. ისინი ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თანამდებობის პირებზე თავდასხმით. აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველი გავხდით ყველა და უცხოეთიდან არცერთი თუნდაც შეშფოთებული განცხადება არავის მოუსმენია. ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია მისი წამქეზებელიც და დამდგმელი რეჟისორიც. უმთავრესია ხელისუფლების სწორი ქმედება, სამართლებრივი შეფასება. დანაშაულს შესაბამისი გამოძიება სჭირდება", - აღნიშნა ხუნდაძემ.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×