რეზონანსი
17.11.2024

დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

„ყველა ასეთ სამართალდარღვევას და ფაშისტურ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომას და ქმედებას შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. სამართალდამცავი სისტემა მუშაობს ძალიან მაღალი, ჰუმანური სტანდარტებით და ამას ისინი [ოპოზიცია] იყენებენ სწორედ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოსაწყობად. პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×