რეზონანსი
16.11.2024

„სექტორს მიმართვა გვაქვს გაკეთებული სამინისტროსთან. ჯერჯერობით, სიახლე არ არის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაიზარდოს ტექინსპექტირების საფასური. დაგვპირდნენ, რომ განიხილავენ მოთხოვნას და დაგვიბრუნდებიან პასუხით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით რომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, შეიძლება ითქვას, რომ ფასები 2025 წლის დასაწყისიდანვე არ იქნება გაზრდილი.

„ამ მდგომარეობით, როცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არ გვაქვს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური 2025 წლის დასაწყისიდან არ იქნება გაზრდილი“,- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×