რეზონანსი
16.11.2024

საფრანგეთში კაცმა რესტორნის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა, - ამის შესახებ გამოცემა BFMTV და Le Figaro იტყობინება.

მედიის ცნობით, დანით შეიარაღებულმა კაცმა მძევლად აიყვანა დაწესებულების სულ მცირე ოთხი თანამშრომელი.

სამართალდამცველების განცხადებით, მძევლების გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება და შემთხვევის ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი რესტორნის მფლობელის შვილია, დანით არის შეიარაღებული და თვითმკვლელობა სურს.

„ოპერაცია გრძელდება, მიეცით საშუალება უსაფრთხოებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურებს იმუშაონ“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.

პოლიციამ ალყა შემოარტყა რესტორანს და გადაკეტა მიმდებარე ქუჩები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×