რეზონანსი
16.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების" შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან" შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო" შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე იქნებიან.

მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები „სამთავრობო" შენობებს დატოვებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×