რეზონანსი
16.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 3 508 294 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 2 111 834 მივიდა.

ოქმის მონაცემები ცესკო-ს წევრებს სხდომაზე ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.

ოქმის თანახმადვე, 34 974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობა 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი უბნის, მარნეულის ოლქში 69-ე უბნის შედეგები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1641, კანონმდებლობის შესაბამისად, გაბათილდა", - განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×