რეზონანსი
15.11.2024

შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის სტუდენტები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

სერგი ბზიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიზანია, რომ შენობაში ვინმე არ შევიდეს და უნივერსიტეტის ინვენტარი არ დაზიანდეს.

„ჩვენი მიზანი რა არის გეტყვით, ვინმე არ შევიდეს შენობაში და არ დააზიანოს ინვენტარი. შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი.

ვერ შევუშვებთ ვერავის, ამ შენობას დაცვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ამ შენობას ვიცავთ", - განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.

თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ "დაიტოვეს" წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×