რეზონანსი
15.11.2024

ხვალ საქართველო ეროვნული ნაკრები უკრაინას ხვდება. გუნდი ბათუმში უკვე გაემგზავრა, სადაც მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

„ვემზადებით, ვვარჯიშობთ, გეგმებს ვსახავთ და იმედია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა, გადავიტანთ თამაშზე ამ ყველაფერს და ჩვენს სასიკეთოდ დავასრულებთ ორივე თამაშს. დიდი ხანია, ბათუმში არ მითამაშია, ძალიან მაგარი გარემოა ყოველთვის, ძალიან მაგარი სტადიონია, კარგი ატმოსფერო იქმნება ხოლმე და ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში", - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი.

ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×