რეზონანსი
15.11.2024

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიასთან ისაუბრა.

მისი განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ახალგაზრდები ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.

„ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი შვილების გამოყენებას ცდილობენ ეს ბოროტი ძალები, არის ის აქციები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო. კითხვა არის ის, რომ თუ ეს ახალგაზრდები თუ უკვე იმ ასაკის არიან, რომ თავად იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ხედავდნენ, რომ არჩევნები ყალბდებოდა, 22 დღის განმავლობაში სად იყვნენ, 22 დღის მერე რატომ გაახსენდათ. ყველას კარგად გვესმის საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ და რატომ მართავს ამ აქციებს და ვინ იმალება მათ ზურგს უკან. იმალება გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე - ხელმოცარული პოლიტიკოსები. თავის შვილებს და შვილიშვილებს პროტესტში და იმ გარყვნილებაში არ რთავენ, რასაც როთი ქადაგებს, ჩვენს შვილებს რთავენ", - განაცხადა ხაინდრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×