რეზონანსი
15.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ადგილობრივ ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ე.წ. უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები ისევ გრძელდება

ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი დემონსტრანტებთან გავიდა და მოთხოვნების ე.წ. პრეზიდენტისთვის გადაცემას დაჰპირდა.

მანამდე, ე.წ.პარლამენტში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ" ე.წ. შეთანხმების პროექტისთვის კენჭისყრა გადაიდო.

თუმცა, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ე.წ.დეპუტატებმა ე.წ. შეთანხმების ე.წ.რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა დღესვე მისცენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×