რეზონანსი
15.11.2024

არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის" გვერდზე წერს.

პაპუაშვილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „აქტივისტები კალანდარიშვილის სახლთან მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ".

„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც ამ დღეებში თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლაურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×