რეზონანსი
15.11.2024

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე სოფელი როვნოპოლი დაიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთმა წინ წაიწია ისეთ დასახლებულ პუნქტებთან, როგორიცაა პლეხოვო, ახალი ილინკა, ნოვოდმიტროვკა, პეტროვკა, ანტონოვკა, ვოზნესენკა და ნოვოსელიდოვკა. ოფიციალურად ეს ინფორმაციას ჯერ არ დადასტურებულა.

ანალიტიკოსების მტკიცებით, ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კურახოვოს მიმართულებაზეა.ნოემბრის დასაწყისიდან იქ უკვე შედგა 700-მდე საბრძოლო შეტაკება.

რუსეთის ჯარი აგრეთვე აქტიურობს კუპიანსკის, ვრემევსკისა და ლიმანის მონაკვეთებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×