რეზონანსი
14.11.2024

დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, მუქარით საუბარი მიუღებელია.

„როდესაც [ხალხს] ემუქრებიან, რომ თქვენს იმ ბენეფიტს, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ აირჩიეთ ძალა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდაო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ორმაგის, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც არ არის მისაღები ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.

ძალიან კარგია, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც ფაქტებს აღიქვამენ რეალურად და არ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აღქმების შესახებ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დებატები თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა. ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია. ნაწილმა თქვა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ევროპარლამენტარების ნაწილმა კი ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ გამოხატულ პოზიციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×